თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
335 11 აგვისტო 2020, 18:13

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განმარტებით, რადგანაც გუშინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილის ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელში შესვლა ვერ მოხერხდა, ოჯახმა საქმეში დაჩქარებული წესით გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვა მოითხოვა.

როგორც რამიშვილი განმარტავს, უწყებაში გარდაცვლილი გოგონას ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელში შესვლის პროცედურების გასაგრძელებლად დაიბარეს.

„მოგეხსენებათ, ბევრჯერ იყო მცდელობა ექსპერტების მიერ თამუნას ელექტრონულ ფოსტაში, მის „ფეისბუქში“, მის „ჯიმეილში“ შესვლის, თუმცა ვერანაირად ვერ შევძელით. გუშინ ვიყავით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც ასევე ვერ მოხერხდა შესვლა. გუშინ გვიან დამიკავშირდნენ, რომ აღნიშნული პროცედურები უნდა გაგრძელებულიყო შსს-ში. ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიწვიეს. ზუსტად არ ვიცი, რა უნდა განხორციელდეს, ვინ არიან მოწვეული. თუ შევალთ „ფეისბუქში“, „მესენჯერში“, ვნახავთ ინფორმაციას, გადავამოწმებთ, მიწერ-მოწერებს, ვნახავთ, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია. მე არ ვიცი, რა ფორმით უნდა შევიდეთ, ვინ იქნებიან, რომელი ექსპერტები იქნებიან, რა აპარატურა იქნება და რა კოდები ექნებათ. კოდებით, რომლითაც უკვე სცადეს შესვლა, ეს ვერ მოახერხეს“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა შსს-ში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას
არქივი