შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი - საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ დროისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ადასტურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
326 11 აგვისტო 2020, 17:32
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ საქმეში ისეთი მტკიცებულება იქნება, რომელიც წარდგენილ ბრალს ზურგს გაუმაგრებს.

"საქმე გამოყოფილი იყო, თუმცა რა თქმა უნდა, არც ახლა არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ საქმეში იქნება ისეთი მტკიცებულება, რომელიც წარდგენილ ბრალს რაიმე სახით ზურგს გაუმაგრებს, თუმცა დაველოდოთ მასალებს დაცვის მხარისთვის გადაცემას და შემდეგ იქნება ამ მტკიცებულებების შეფასება, დაცვის სტრატეგიის განსაზღვრა. საქმეში არსებული მტკიცებულებები  წარდგენილ ბრალდებას არ ადასტურებს“, - აცხადებს არჩილ ბერიანიძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი