მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
318 10 აგვისტო 2020, 19:46
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება.

როგორც მან ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ საკითხზე საუბარი არ სურს, თუმცა, ფიქრობს, რომ მოწმეების ჩვენებში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.

„ყოველთვის ვამბობ, რომ არის საკითხები, რომელზეც საჯარო საუბრისგან თავს ვიკავებ, რადგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საუბარი არ მინდა. ვითვალისწინებ გამოძიების ინტერესებს და იმას, რომ ამ საქმეზე სამართლიანობა დადგინდეს. არ ვითვალისწინებ საზოგადოების გარკვეული წრის ინტერესს, რომ ჭორიკნობის დონეზე დაიკმაყოფილონ თავიანთი ინტერესები. აქ არის სერიოზულ საქმეზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან ორგანიზებულად არის ეს დანაშაული ჩადენილი. ამიტომ, დეტალურად არ შევეხები არავის ჩვენებას, მაგრამ ჩვენებებშიც არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მერე ჩამოვაყალიბებ და პირადად დავსვამ ძალინ ბევრ შეკითხვას ყველა მოწმის წინაშე“, - განაცხადამიხეილ  რამიშვილმა.

 თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი