ჯანდაცვის მინისტრი მზადაა, სამინისტრომ "ექიმების საქმეზე" გამოძიებასთან ითანამშრომლოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
299 10 აგვისტო 2020, 13:14
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, რათა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დაკავებული ექიმის ვახტანგ ყიფიანის საკითხზე ჭეშმარიტება დადგინდეს.

როგორც მინისტრმა სხვადასხვა დაწესებულების ექიმებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კონკრეტულად ექიმი ვახტანგ ყიფიანის დაკავება და ეს შემთხვევა საკმაოდ კომპლექსური საკითხია.

„ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოების მხრიდან უნდა დასრულდეს საუბარი იმაზე, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს. სამინიტრო და ექიმები ეს არის ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ ჩარევას და ქმედებას იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო და პაციენტის მდგომარეობა უსაფრთხო. ჩვენ ყველანი ვმოძრაობთ იმისკენ, რომ შევქმნათ ერთობლივი სისტემა, რომელშიც ნებისმიერი ქართველი თუ უცხოელი მოქალაქე შეძლებს და მიიღებს იმ საჭირო ხარისხიან სერვისს. 

შეხვედრის მიზეზი იყო ვახტანგ ყიფიანის საქმე, სადაც ცალსახად გამოიკვეთა, თუ რამდენი და რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო განხორციელდეს საკანონმდებლო ბაზაში და ასევე, რეგულირების, პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში იმისთვის, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას დღეს ეწოდა „თაღლითი" ექიმის სახელი. სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს დამატებით არაერთი ქმედება იმისთვის, რომ სიცხადე შეიტანოს ამ საქმეში. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან იმისთვის, რომ გადაიდგას ის ქმედითი ნაბიჯები, რაც დადებით გავლენად იქონიებს ვახტანგ ყიფიანის საქმეზე"-განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ის ვერ ისაუბრებს, იყო თუ არა ექიმი დამნაშავე, რადგან ეს გამოძიების კომპეტენციაა.

„ეს კონკრეტული შემთხვევა არის საკმაოდ კომპლექსური და რთული. აქედან გამომდინარე, მაშინ, როდესაც მომდინარეობს აქტიური გამოძიება, არ მაქვს უფლება, მივიღო კონკრეტული დასკვნა იმის თაობაზე, იყო ის დამნაშავე თუ არა. აქ არის დანაშაულის სიმძიმეზე საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული, რა თქმა უნდა, იკვეთება გარკვეული გადაცდომები. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამატებ, რომ დანაშაულს გააჩნია თავისი სიმძიმე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო საკითხში აქტიურად არის ჩართული. მინისტრმა უარყო ინფორმაცია, თითქოს პაციენტის მიმართვის მიუხედავად, მან დრო ვერ გამონახა.

„საქმის აღძვრის მომენტიდან ჩვენ, სამინისტრო და პირადად აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში, იმ მომართვასთან დაკავშირებით, რომელიც აქვს ოჯახს გამოგზავნილი. ჩვენი სააგენტო იმსჯელებს ამ თემასთან დაკავშირებით და ყველა ის პაციენტი, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა საქართველოში ვერ უტარდება სამინისტრო მზად არის იმ არსებული რესურსების ფარგლებში. რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მივცეთ მას შესაბამისი დახმარება",-განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას - პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. პროკურატურისვე ინფორმაციით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია და ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
არქივი