ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის გაგრძელება - მოკლულის ახლობლებმა მკვლელის ახლობლების სასტუმროს ცეცხლი წაუკიდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 08 აგვისტო 2020, 22:35

​ხალქალაქში მომხდარ  ინციდენტს, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, გაგრძელება მოყვა. 

მკვლელობის შემდეგ, რამდენიმე ადამიანი ერთ-ერთ სასტუმროს დაესხა თავს და ცეცხლი წაუკიდა. სავარაუდოდ, სასტუმრო მკვლელის ოჯახისაა, ხოლო ადამიანები რომლებმაც ის დაწვეს, მოკლულის ახლობლები არიან. 

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ახალქალაქში ვითარებას სამართალდამცველები სრულად აკონტროლებენ. 

"ახალქალაქის რაიონში მოხდა კრიმინალური შემთხვევა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რის შემდეგაც გარდაცვლილის სოფლელები ქალაქში გაიშალნენ და  პატარა კრიმინალურ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. 

ქალაქში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, არის დაძაბულობა, მაგრამ პოლიციას ძალები ემატება და სიტუაცია აყვანილია კონტროლზე. მკვლელის ახლობლები არიან თუ არა, ამას ვერ დაგიდასტურებთ ამ წუთებში. სავარაუდოდ, ლოგიკურად, ასეა – მკვლელთან კავშირში უნდა იყვნენ. მათთვის, გარდაცვლილის ახლობლებისთვის ასე იყო ცნობილი და ამიტომ მოხდა ეს ფაქტი. მკვლელობის გაგრძელებაა, სხვა შემთხვევა არ არის. 

სასტუმრო ბრალდებულის პირადი საკუთრება არ არის, თუმცა შესაძლებელია, იყო მისი ნათესავის. ამაზე ზუსტად ვერ მოგახსენებთ.  მხოლოდ ის ვიცი, რომ ახალქალაქში მოხდა კრიმინალური შემთხვევა, გვყავს გარდაცვლილი,                                                                      .

შსს აკონტროლებს ახალქალაქში ვითარებას, როგორც კრიმინალური პოლიცის ძალები, ასევე საპატრულო პოლიცია, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახური. არიან მობილიზებული ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები. მათ კიდევ ემატება რაოდენობა და მაქსიმუმად კონტროლზე ხდება აყვანა“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.

​მისივე თქმით, მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული არავინაა.

„ამ დროისთვის, დაკავებული არ გვყავს, თუმცა პოლიცია ამ მიმართულებითაც მუშაობს. პოლიცია მუშაობს, როგორც კონტროლის დასამყარებლად, ასევე კრიმინალური შემთხვევაში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.

ახალქალაქში მკვლელობა დღეს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. შსს-ში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.                                                                            

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
შალვა პაპუაშვილი: EPP-ის მიერ რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად აცდენილია იგი რეალობას, ასევე კარგად აჩვენებს, რა წარმოდგენა აქვთ საქართველოს საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს, რომ ქვეყნის პერსპექტივა, შანსი ვერ გამოიყენა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
არქივი