კომპანია ZAG​-ის ადვოკატმა მოსამართლის განჩინება გაასაჩივრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
320 08 აგვისტო 2020, 19:25

კომპანია ZAG​-ის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა, მოსამართლის განჩინება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც,  კომპანიის 5 თანამშრომლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

ადვოკატის თქმით, განჩინებაში არ იყო დასაბუთებული, თუ რა კავშირში იყო თანამშრომლების ბინების ჩხრეკა ბაჩალიაშვილის საქმესთან.

„გუშინ კომპანია ZAG​-ის რამდენიმე თანამშრომლის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, ეს განჩინება პირველი აგვისტოთი იყო დათარიღებული და 7-ში ჩაატარეს ჩხრეკა.

ამ განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახეთ, საქმის მასალები რა შემხებლობაშია ამ ხალხის ბინების ჩხრეკასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი დასაბუთება არ იყო განჩინებაში. მხოლოდ იყო მოყვანილი მშრალად კანონის მოთხოვნები.

ყველაფერი მივაწოდეთ გამოძიებას და თუკი რაიმეს ნახავენ, მზად არის ეს ხალხი პასუხი აგოს, მაგრამ დამერწმუნეთ, ვერაფერს ნახავენ," - აცხადებს ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი სწორედ კომპანია"ზეგში" მუშაობდა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა
წყალარინების ქსელის მოწყობა - მთაწმინდის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
არქივი