ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 07 აგვისტო 2020, 23:33
 თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ხვალ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონის ექსპერტიზა 11:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი