შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთი პირი - მიშო იაკობიძე გამოიკითხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
456 07 აგვისტო 2020, 22:39

შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთი პირი - მიშო იაკობიძე გამოიკითხა. იაკობიძის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია საზოგადოებისთვის ბაჩალიაშვილის "შეყვარებულად" გაცნობილმა ბაჩანა ლობჟანიძემ მიაწოდა. 

როგორც მან ჟურნალისტებს უწყების დატოვების შემდეგ განუცხადა, მან ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო და შემდეგ მისი ძებნა დაიწყო.

„ორშაბათს, როდესაც თამუნას დაკარგვის შესახებ შევიტყვე, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით, სადაც კამერა ფიქსირდება. სოციალური ქსელებით შევიტყვე და შესაბამისად, იმ მიმართულებით გავემართე. საეჭვო ვერაფერი ვნახე, იმავე დღეს უკან დავბრუნდი, მეორე დღეს გავემართე გოლთეთის მიმართულებით, იქაც ვეძებდი, ვერაფერი ვნახე საეჭვო“, - განაცხადა მან.

მიშო იაკობიძემ ბაჩანა ლობჟანიძის თაობაზეც ისაუბრა, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს და აღნიშნა, რომ ბაჩანა ლობჟანიძე მისი უნივერსიტეტელი იყო.

„მანაც 2015 წელს ჩააბარა და უნივერსიტეტიდან მქონდა შეხება“,- განაცხადა მიშო იაკობიძემ.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილსა და მას შორის არსებულ ბოლო კომუნიკაციას, როგორც იაკობიძემ განაცხადა, თამარმა მას ბოლოს, 12 ივლისს  წარმატება მოულოცა.

"მადლობა გადავუხადე, მოვიკითხე და მეტი არაფერი“, - განაცხადა მან.

კითხვაზე სჯერა თუ არა თვითმკვლელობის ვერსიის, მიშო იაკობიძე ამბობს, რომ ვერსიებზე ვერ ისაუბრებს.

„დაველოდოთ გამოძიებას“,- განაცხადა მიშო იაკობიძემ. 

 თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა.  5-დღიანი ძებნის შემდეგ ის თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: საქართველოში ეკლესიის, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება
პარლამენტის პლენარულ სესიაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო
მამუკა მდინარაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: არც ერთი აკრძალვა ქართულ კანონპროექტში არ არის - უკვე წელიწადზე მეტია ამ კანონის სტიგმატიზება დაწყებულია
ჟოზეფ ბორელი: არც „ჰეზბოლა“ და არც ირანი ახლა ომისთვის მზად არ არიან
ეკა სეფაშვილი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დაიწერა საქართველოში და ემსახურება ქართულ სახელმწიფოს
არქივი