ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, შსს-სგან დამატებით გამოკითხვას ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 05 აგვისტო 2020, 20:54

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, შსს-ში იმყოფებოდა, ის შსს-სგან დამატებით გამოკითხვას ითხოვს. მას გამოკითხვა მერვედ მოუწევს. 

ბაჩანა ლობჟანიძის ინფორმაციით, ამჟამად, შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, მარიამ ვარდიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

„როცა მოვედი, მარიამ ვარდიაშვილი დავინახე, შედიოდა საგამოძიებო ორგანოში. ესე იგი, მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ალბათ, სხვებიც დაიბარეს, ვინც მე მათ გადავეცი.

ვერ შევედი, ალბათ გამომძიებელი აღარ არის. დაკითხვა მიმდინარეობს ვარდიაშვილის. მე დავწერე განცხადება, რომ მოსული ვარ დამატებით ჩვენებაზე. მივუთითე მონაცემები. ჩავაგდე კანცელარიის ყუთში და ალბათ ხვალ ნახავენ. დღეს ჩემი გამოკითხვა არ მოხდება“, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.  

ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებით, მას ჩვენების მიცემა იმ კომპანიასთან დაკავშირებით უნდა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.

„გამოძიება ეყრდნობა ფაქტებს. ჩვენ არ გვჭირდება ზღაპრები მაღალჩინოსნებზე და მიკერილი ამბები. ეს ინფორმაცია არ ვიცი, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. აქ დამატებითი ჩვენებისთვის მოვედი, საქმე ეხება „ზეგის“ კომპანიას. თუ მკვლელობა არა, თვითმკვლელობამდე მიყვანა მინიმუმ იქნება“ , – განაცხადა ბაჩანა  ლობჟანიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი