გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა იწყება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
326 05 აგვისტო 2020, 18:08

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. 

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც სხვა ტექნიკურ საკითტხებთან ერთად მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს.

რადგანაც, ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის თქმით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა საქმის არსებითად გადაცემაზე, რაც დააკმაყოფილა.

„სასამართლომ განიხილა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის შუამდგომლობები. ბრალდების მხარის წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებ მტკიცებულებად ცნო. შესაბამისად, დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაზე, არ დააკმაყოფილა“, - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

სასამართლომ უარი უთხრა ადვოკატებს იმ შუამდგომლობაზე, რომელიც არასრულწლოვანი ბრალდებული პირებისთვის დევნის შეწყვეტას ეხებოდა.

საქმეზე არსებითი განხილვა 18 აგვისტოს 15:00 საათზე გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საზოგადოება არაფერს ნიშნავს, ასე ხედავდნენ ისინი ადამიანებს, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, დღესაც ასეთია მათი დამოკიდებულება
დავით სირაძე - ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება
სოზარ სუბარი: „ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა - ჩვენი ეროვნულობა“
გია ვოლსკი - არასამთავრობოებმა უნდა გამოავლინონ შემოსავლები ან მოითხოვონ საქართველოსთვის სანქციების დაწესება, მათ აარჩიეს მეორე გამოსავალი, რასაც მხარს უჭერენ კონკრეტული ევროდეპუტატები
ირაკლი კობახიძე: ძალიან დასაფასებელია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების მიმართ, მადლობა ამისთვის ფონდს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე, თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის
არქივი