ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართულობის თხოვნით შსს-მ FBI-ს წერილი გაუგზავნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
275 05 აგვისტო 2020, 17:34

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე მზაობას გამოთქვამს და ამასთან დაკავშირებით FBI-ს წერილი უკვე გაეგზავნა.

„შევხვდით მინისტრის მოადგილეს ბატონ ვლადიმერ ბორცვაძეს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უკვე სამინისტროს მხრიდანაც შეთავაზება არის, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან გაიგზავნა წერილი, რომ მათი მხრიდან არის მზაობა.  უკვე მიდის ის პროცესი, რომ გაირკვეს რაში იქნება თანამშრომლობა, რაში მიიღებენ მონაწილეობას, ფედერალური ბიუროს მონაწილეობას რა არეალი ექნება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობა, როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე პასუხი იყოს გაცემული ყველა არსებულ კითხვაზე “, - განაცხადა რამიშვილმა.

 თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
საქართველოს პარლამენტი PABSEC-ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს
სოზარ სუბარი: სააკაშვილი, თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, ანგრევს საკუთარ პარტიას
პარლამენტი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს
არქივი