"ექიმების საქმე" - სასამართლო ბრალდებულეი ექიმებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
309 05 აგვისტო 2020, 16:24

თბილისის საქალაქო სასამართლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებული ექიმების   აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

საუბარია, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორსა და ამავე კლინიკის ექიმზე. ასევე კიდევ ერთ ექიმზე, რომლიც იტალიაშია და ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

პარალელურად, ექიმები საქალაქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები დაკავებული კოლეგების გათავისუფლებას ითხოვენ. წერილობითი განცხადება გაავრცელა საზღვარგარეთ მყოფმა ბრალდებულმა მაგდა ხოჭოლავამ.

„აბსურდულია ბრალდება, იმის თაობაზე, რომ თითქოს გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ დავტოვე ქვეყანა. მინდა, განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის მიერ ჩემ მიმართ წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიით არასწორად გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას, იმის თაობაზე, რომ თითქოს გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ დავტოვე ქვეყანა და „გავიქეცი იტალიაში". უნდა აღინიშნოს, რომ 25 წელზე მეტია აქტიურად ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ვეწევი, საიდანაც 10 წელი ანესთეზია-რეანიმაციაში ვმუშაობდი, შესაბამისი ლიცენზიის ანესთეზიოლოგად საქართველოში და ბოლო 15 წელიწადია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ იტალიაში, ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა, განვითარებული მოვლენების დროს ჩემი ქვეყანაში არყოფნა. შესაბამისად, ვაცხადებ, რომ გაჟღერებული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი საგამოძიებო ორგანოებთან და სიმართლის დადგენის მიზნით, მომავალშიც მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია ექიმის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო 25 წლის პაციენტი 20 თვეა დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. უწყებამ ამ საქმეზე კლინიკის დირექტორი და ერთი ექიმი დააკავა  კიდევ ერთი ექიმის მიმართ კი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
ნინო ლაცაბიძე: სამარცხვინოდ დაასრულა გახარიას პარტიამ მუშაობა - იყო ძალიან ცუდი მცდელობა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, რის საშუალებასაც არავის მივცემ
რობერტა მეცოლა: უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთი, მოლდოვა და საქართველო უყურებენ ევროპას იმ იმედით და რწმენით, როგორც ჩვენ ვუყურებდით 2004 წელს, გაფართოების დროს
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება - პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო!
რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთი ევროკავშირს ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს
არქივი