თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ვერსიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
680 22 ივლისი 2020, 17:56

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დეტალების შესახებ შსს-ს ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა, ოჯახის წევრები და მედია უკვე საუბრობს მკვლელობის ვერსიებზე. რა თქმა უნდა, ყველა ვერსიას განიხილავს გამოძიებაც. 

ერთ-ერთ უმთავრეს ვერსიად თამარ ბაჩალიაშვილის  სამსახურებრივი საქმიანობა სახელდება. ამ ვერსიას ოჯახის წევრები და მისი ახლობლები ძირითად ვერსიად მიიჩნევენ.

ოჯახის წევრთა ინფორმაციით, თამარმა განათლება საფრანგეთში, კიბერუსაფრთხოების დარგში მიიღო. საქართველოში თავის სპეციალობით მუშაობდა, თუმცა, რომელ კომპანიაში ამის შესახებ  მისი მშობლებისთვის უცნობი იყო, რადგანაც მშობლებთან რატომღაც გასაიდუმლოებული ჰქონდა სამსახურიც და ისიც რა სამუშაოს ასრულებდა. მიუხედავად არა ერთი შეკითხვისა,ის მშობლებს ამის შესახებ არაფერს ეუბნებოდა.

მშობლებისვე ინფორმაციით, ბოლო დროს თამარი ხშირად გაღიზიანებული, აგრესიული იყო. ის ღამის 11-12 საათზე ბრუნდებოდა სახლში და განერვიულებული. მათივე თქმით, რამდენჯერმე ის ნამტირალევი იყო. თუმცა, მიზეზების შესახებ მშობლებისთვის არაფერი უთქვამს.

თამარის გაუჩინარების შემდეგ ოჯახს კომპანია ZAG-ის ხელმძღვანელი დაუკავშირდა და სწორედ მისგან გაიგო ოჯახმა რომ იქ მუშაობდა თამარი და ისიც, რომ გაუჩინარებამდე ორი დღით მან სამსახურიდან წასვლის შესახებ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა. მოტივით, რომ სხვაგან იწყებდა მუშაობას, ძალიან დატვირთული იყო და ვერ შესძლებდა პარალელურ საქმიანობას.

გავრცელებული ინფორმაციით,  გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი გარდა ZAG-ისა, კომპანია SpryFlash-ისთვისაც მუშაობდა.

თამარ ბაჩალიაშვილს სოციალურ ქსელშე თავის პროფილის ინფორმაციაში მითითებული ჰქონდა, რომ SpryFlash-ში 2019 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა დეველოპერად.

SpryFlash ავსტრიული კომპანიაა, რომელიც ბაჩალიაშვილის სამსახურის - ZAG-ის მსგავსად პროგრამულ უზრუნველყოფაზე (IT) მუშაობს. კომპანიის ოფისი ავსტრიაში, ქალაქ ჰალაინშია. თუმცა, არ იძებნება ინფორმაცია SpryFlash-ის ქართული ოფისის შესახებ. სავარაუდოდ, ახალგაზრდა პროგრამისტი აქაც ე.წ. აუთსორსინგის სისტემით მუშაობდა.

არის მეორე ვერსიაც, რომელიც მანქანაში ნაპოვნი მედიკამენტების შემდეგ გაჩნდა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია განიხილება. 

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მანქანაში ბევრი მედიკამენტი აღმოაჩინეს, თუმცა არა ფსიქოტროპული. მისივე თქმით, ბაჩალიაშვილი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია, რადგან, სახეზე ფერი აქვს შეცვლილი. ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილი მანქანის უკანა სავარძელზე იწვა და პირველადი დათვალიერებით სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. 

საუბარია, მესამე ვერსიაზე - თვითმკვლელობაზე, რომელსაც გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები კატეგორიულად უარყოფენ. 

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი,  რომლის დასკვნის შემდეგაც დადგინდება ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზები. მოტივებზე კი გამოძიებამ უნდა იმსჯელოს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი