ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 11 ივლისი 2020, 19:23

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში  მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.

როგორც დაკითხვაზე შესვლამდე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, გვარამიას დაკითხვა აუცილებელი გახდა მის მიერ პირდაპირ ეთერებსა თუ სხვა გადაცემებში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე.

მისი ინფორმაციით, პროკურატურას აინტერესებს წყარო, თუ საიდან მიიღო გვარამიამ ინფორმაცია და არის თუ არა ის დადასტურებული.

ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ის დღეს წყაროს გასაჯაროებას არ აპირებს და მხოლოდ წყაროს წარმომავლობის თქმა შეუძლია, რომელიც, მისი თქმით, არის შსს-ს გენერალური ინსპექცია.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს. გვარამიამ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და გამოკითხვა სასამართლოში მოითხოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ლაცაბიძე: სამარცხვინოდ დაასრულა გახარიას პარტიამ მუშაობა - იყო ძალიან ცუდი მცდელობა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, რის საშუალებასაც არავის მივცემ
რობერტა მეცოლა: უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთი, მოლდოვა და საქართველო უყურებენ ევროპას იმ იმედით და რწმენით, როგორც ჩვენ ვუყურებდით 2004 წელს, გაფართოების დროს
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება - პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო!
რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთი ევროკავშირს ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს
გურამ მაჭარაშვილი: ფოტიგას და კუბილიუსის სანქციები ვერ შემაშინებს, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას დავთანხმდე
არქივი