მამის და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
316 11 ივლისი 2020, 13:40

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მამის და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ  გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულს  განათლების შესახებ დაუსვა შეკითხვა, რაზეც მან უპასუხა, რომ არანაირ კითხვაზე არ სურს პასუხის გაცემა, რადგან დუმილის უფლებით სარგებლობს.

ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. ბრალდებულის ადვოკატმა პატიმრობის ნაცვლად აღკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

როგორც ადვოკატმა ლელა ჭანკვეტაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარის მოტივი უცნობია, რადგან ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ო. 2020 წლის 09 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა.

წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
შალვა პაპუაშვილი: EPP-ის მიერ რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად აცდენილია იგი რეალობას, ასევე კარგად აჩვენებს, რა წარმოდგენა აქვთ საქართველოს საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს, რომ ქვეყნის პერსპექტივა, შანსი ვერ გამოიყენა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
არქივი