მასალებს არანაირი კავშირი არ აქვს შაქარაშვილის საქმესთან, უწყებას მივმართეთ, რომ ის არაა ავთენტური და გავანადგუროთ, როგორც ჩანს, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა-ალექსანდრე კობაიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 09 ივლისი 2020, 19:25

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო და აუდიო მასალებს არანაირი კავშირი არ აქვს შაქარაშვილის საქმესთან.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, უწყებას მიმართეს, რომ მასალა განადგურდეს.

„ მოგეხსენებათ, ჩენ გადმოგვეცა გარკვეული მტკიცებულებები. ამ მტკიცებულებების დათვალიერების შემდეგ, ერთ-ერთი ფაილი როდესაც შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად სხვა პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალები იყო ამ ფაილში. ამ მასალებს არანაირი კავშირი არ აქვს შაქარაშვილის საქმესთან. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებას მივმართეთ, რომ ეს მასალა არაა ავთენტური, ინახავს სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფას, ამიტომ გთხოვთ გავანადგუროთ აღნიშნული მასალები, რაზეც როგორც ჩანს, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აპირებენ, რომ ეს მასალები განადგურდეს“, - აღნიშნა კობაიძემ.

ცნობისთვის, ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შესახებ ინფორმაცია სწორედ ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაასაჯაროა. მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნული ფაილები სხვა მასალებთან ერთად შეცდომით გადაუგზავნა. თავის მხრივ, პროკურატურაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც, უწყების ცნობით, ცალკე წარმოებად გამოიყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია და ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ვინც განხილვაში შემოვა, ის ვერაფრით დაამტკიცებს, რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
არქივი