გამოძიება საკმაოდ რთულია - მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა-ვოლსკი შაქარაშვილის საქმეზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
345 09 ივლისი 2020, 14:30

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება საკმაოდ რთულია, აქ მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა ყველაფერს ვერ გამოაქვეყნებს, რისი გამოქვეყნებაც მედიას შეუძლია.

„ის იძიებს. გამოძიება საკმაოდ რთულია. აქ მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა. ტრაგედიაა ქვეყნისთვის და მეორეც, ასე არ მუშაობს გამოძიება. რთულია, უამრავი ადამიანია, უამრავი მოწმეა, უამრავი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებია და რასაკვირველია, აქ ყოველგვარ მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ამის საფუძველი არავის არ აქვს. ადამიანის სიკვდილი, მითუმეტეს, ასეთი ნათელი ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მთელი ქვეყნისთვის ტრაგედიაა და აქ ვერანაირად ვერ იქნება, ვინმემ რომც გაივლოს გულში რაიმე მფარველობა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: უსამშობლოთა ზეიმია დღეს - რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
პოლიციამ განზრახ მკვლელობადი ბრალდებული დააკავა
სოზარ სუბარი: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის
გიული ალასანია - ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს
არქივი