იმ ღამეს, როცა შაქარაშვილს ეძებდნენ, თენგო ბარბაქაძეს მცხეთაში მდებარე აგარაკთან ახლოს, ავტომობილში ეძინა-ბარბაქაძის უფლებადამცველი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
281 09 ივლისი 2020, 12:48

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ იმ ღამეს, როცა შაქარაშვილს ეძებდნენ, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მცხეთაში მდებარე აგარაკთან ახლოს, ავტომობილში ეძინა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრებში, რომელიც მედიისთვის საჯარო გახდა, ბარბაქაძის გადაადგილება არ ჩანს.

„ტელევიზიებმა გაავლეს პარალელი, რომ ის არ დაბრუნდა დილამდე სახლში და შეიძლება, მას ჰქონოდა შემხებლობა შაქარაშვილის დაკარგვასთან, რასთან დაკავშირებითაც გამოძიებას არ აქვს კითხვები. საქმის მსვლელობისას გამოკითხული ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ თენგო ბარბაქაძემ, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მანქანა აგარაკიდან 30-40 მეტრის მოშორებით გაიყვანა და ღამე კუთვნილ ავტომობილში გაატარა. დილის 7-ის ნახევრამდე ეს მანქანა ავტომაგისტრალზე არ გადაადგილდება და რჩება იქ, სადაც დაბადების დღე იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თემქაზე მდებარე სახლში, სადაც წვეულება გაგრძელდა, არ იმყოფებოდა.

ბარბაქაძის ადვოკატმა საქმის მასალების ჟურნალისტებისთვის გადაცემაზეც ისაუბრა და მას  არაეთიკურს უწოდებს.

„ყველაზე სამწუხარო არის, რომ ამ საქმეში ჩართული ადვოკატები, გამოდიან და იმას, რასაც ჩვენ გამოძიება არ გვედავება, ბრალი არ გვაქვს წაყენებული შაქარაშვილის მკვლელობაზე, ამ მუხლით საქმე არ არის აღძრული, ადვოკატები გამოდიან და ამბობენ, რომ მოხდა მკვლელობა, ესეც დარღვევაა“, – განაცხადა ადვოკატმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ „მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი, ნებსით თუ უნებლიეთ, საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას“
დავით კაჭარავა: ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გამოვიდნენ, არამედ იმისთვისაც, რომ ის ადამიანებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს და სწორი ცხოვრების წესს ასწავლის
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველებს შორის შეთანხმება შედგა
საქართველოს ნაკრების ექიმის თქმით, ლევან შენგელია რამდენიმე კვირაში ვარჯიშს დაიწყებს, ხვიჩა კვარაცხელიას კი დაჭიმულობა აქვს და დიდი ალბათობით 30 მარტს „ატალანტას“ წინააღმდეგ მოედანზე იქნება
თამარ ჩიბურდანიძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესახებ: თუკი საფრანგეთს სურს დაცვა, ჩვენ მით უმეტეს, ასჯერ მეტად გვჭირდება დაცვა, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება
არქივი