შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება მამაკაცი, რომელიც შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ გური ამირხანაშვილთან შესახვედრად თეთრი მიკროავტობუსით მივიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
296 09 ივლისი 2020, 00:11
 შსს-მ იმ თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა დაადგინა, რომელიც გურამ ამირხანაშვილს შეხვდა და რომელის შესახებაც ტვ "მთავარი არხის" წამყვანი ნიკა გვარამია ირწმუნებოდა, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი იყო.

მამაკაცი ამ წუთებში შსს-ში ადვოკატთან ერთად გამოკითხვაზე მივიდა.  

პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, ხაშურელი ლაშა ლურსმანაშვილია.

შეგახსენებთ, ავთანდილ ბილანიშვილი "კაწრო" შსს-ში დღეს გამოკითხეს "მთავარ არხზე" გასული ინფორმაციის გამო.ავთანდილ ბილანიშვილმა ისე დატოვა, რომ მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქოებრივი ვალი, გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ გამოცხადდა სამინისტროში, წარადგინა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა, საერთოდ არ გასულა უბნიდან.

მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ამ წუთებში, სამინისტრომ, გამომძიებლებმა დაადგინეს ის თეთრპერანგიანი პირი, რომელზეც „მთავარი არხი“ ამბობდა, რომ ეს არის „კაწრო“. სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია.

ბილანიშვილი არცერთს არ იცნობს, არ აქვს მათთან შეხება და კონტაქტი, ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა იმაში, რომ იქ არ ყოფილა“, - განაცხადა ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი