შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
363 08 ივლისი 2020, 23:30

შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის - "კაწროს" გამოკითხვა დასრულდა. ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლონაში მიმდინარეობდა.  

მისი ადვოკატის განცხადებით, ავთანდილ ბილანიშვილმა გამომძიებელს განუმარტა, რომ ის არ ფიგურირებს გავრცელებულ კადრებში და საერთოდ, არანაირი შეხება არ ჰქონია საქმესთან. თავად "კაწროს" განცხადებით, ის ფიზიკურადაც არ იცნობს საქმეში ბრალდებულებს. 

ადვოკატ თამარ აბესაძის განცხადებით ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე მედიაში გასული ინფორმაციის გამო დაიბარეს. 

 ცნობისთვის, 7 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს, მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. რომელსაც თეთრი მაისური აცვია და  ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.  არსებული ინფორმაციით სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება მოახერხეს. 

ცოტა ხნის წინ შსს-ში მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავააუდოდ, სწორედ ის პირია, რომელიც ამირხანაშვილს შეხვდა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი