სურამში, ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს ბრალდება წარუდგინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
316 07 ივლისი 2020, 18:37
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ილია ქურდაძეს ბრალდება წარუდგინა.  

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - თ.რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს.

პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა. ბრალდების მხარემ ი.ქ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი - გლობალური ომის პარტიის ინტერესებში არ შედის, რომ საქართველო მშვიდობას, განვითარებას ინარჩუნებს, ამის ლუსტრაციაა დაუოკებელი ჟინი, ფარული ფულით გადატრიალება წაახალისონ
თამარ ჩიბურდანიძე: კრამონების და კუბილიუსების დრო მთავრდება. ევროპამ გაიღვიძა და სწორედ ამის დასტურია „გამჭვირვალობის კანონის” მიღების გადაწყვეტილება თავად ევროპარლამენტში
გიორგი ცაგარეიშვილი: თურქმენეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავის დროზე აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენს შორის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა
ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა - ახალი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება
მამუკა მდინარაძე რადიკალური ოპოზიციის მიერ წარმოებულ ფეიკ კამპანიაზე: მოსახლეობას მინდა ვუთხრა, არც აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით, არც ჩვენი განცხადებები, რომლებსაც ავრცელებენ და აზიარებენ, მართალი არ არის
არქივი