შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმის სამალავის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 07 ივლისი 2020, 14:41
შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმის სამალავის გადაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე  ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი, თუ გარკვეულ გაუფრთხილებლობას აქვს ადგილი.

„ხანძრის ადგილთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და სამძებრო მოქმედებები. ეს არის გამოძიების საგანი. ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით, მიმდინარეობს დაველოდოთ მის შედეგებს“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე  გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, დამწვარია. მისი განცხადებით, ტერიტორია მან 5 ივლისს დაათვალიერა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი