შსს შაქარაშვილის საქმეში არსებულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს (აუდიოჩანაწერი)
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
363 07 ივლისი 2020, 14:16
შსს-მ შაქარაშვილის საქმეში არსებული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი. 

ამასთან, უწყება ასაჯაროებს 112-ის ოპერატორის მიერ ბრეგაძესთან განხორციელებული ზარის ჩანაწერსაც, სადაც ოპერატორი ცდილობს ბრეგვაძის ადგილსამყოფელი დააზუსტოს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ "112" - ში განხორციელებულ ზარს და ასევე, "112"- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან". - აცხადებენ შსს-ში.


საპატრულო ეკიპაჟი იაკობ ბრეგვაძეს, მას შემდეგ რაც იპოვეს, გარკვეულ კითხვებს უსვამს, რაც გენერალური ინსპექციის გასარკვევია – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში  გიორგი შაქარაშვილის საქმეზე  გამართულ ბრიფინგზე იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერზეც ისაუბრა.

„მას შემდგომ, რაც ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, იაკობ ბრეგვაძე ტოვებს შემთხვევის ადგილს, გაურბის საფრთხეს. მას შემდგომ, რაც მასზე თავდასხმა განხორციელდა, იმალება ერთ-ერთ შენობაში. ამის შემდეგ მისი კუთვნილი ტელეფონით აკეთებს შეტყობინებას 112-ში და ეუბნება, რომ აქვს ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩხუბობს დაახლოებით 10 ადამიანი და იძახებს პოლიციას. ამავე შეტყობინებისას იაკობ ბრეგვაძე ვერ ასახელებს ზუსტ ლოკაციას. ოპერატორს განუმარტავს, რომ იმყოფება მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე და ასევე უსახელებს ერთ-ერთი გაუქმებული ობიექტის სახელწოდებას. ოპერატორი ცდილობს, დააზუსტოს შეტყობინება და ავტომატურ რეჟიმში აგზავნის შეტყობინებას საპატრულო პოლიციის სამორიგეოში. ამავდროულად პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის ადგილის დადგენას. გადიან სავარაუდო მიმართულებაზე და ამავდროულად სამორიგეოდან უკავშირდებიან იაკობ ბრეგვაძეს ადგილმდებარეობის დაზუსტების მიზნით. ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და იძულებული ხდება ოპერატორი ხელმეორედ დაუკავშირდეს ბრეგვაძეს და დააზუსტოს მისამართი. მეორე ზარი რომელიც 112-ის ოპერატორის მიერ განხორციელდა, სწორედ ამ დროს იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება რომ იგი იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაგვის ხიდებთან. მაგრამ ამავდროულად უმარტავს ოპერატორს რომ ჩხუბი დასრულებულია, ყველა წავიდა და გააუქმოს შეტყობინება. მიუხედავად ამისა 112-ის ოპერატორი აზუსტებინებს ლოკაციას და საპატრულო ეკიპაჟი განაგრძობს ბრეგვაძის ძებნას. ეკიპაჟი პოულობს იაკობ ბრეგვაძეს. ის განუმარტავს ეკიპაჟს რომ ადგილი ქონდა დაპირისპირებას, დაპირისპირებული პირები უკვე წავიდნენ, და იგი თბილისის მიმართულებით მიემართება ავტოსტოპით და საპატრულო ეკიპაჟს სთხოვს თბილისამდე წაყვანას. ეკიპაჟი უსვამს გარკვეულ კითხვებს და ეს გენერალური ინსპექციის გასარკვევია. ამის შემდეგ ბრეგვაძეს სვამენ მანქანაში და მიჰყავთ თბილისში. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე აღმოაჩნა მას შემდეგ, რაც შეტყობინება უკვე გაუქმებულია“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი