18 ივნისის წვეულების მასპინძელი ანა გაბეჩავა მცხეთის პოლიციაში გამოკითხეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 05 ივლისი 2020, 19:53

მცხეთაში, 18 ივნისს გამართული წვეულების მასპინძელი ანა გაბეჩავა  მცხეთის პოლიციაში გამოკითხეს. როგორც ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა არ ეხებოდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას, თუმცა შეკითხვები ამ საქმეზეც დაისვა.

 ადვოკატის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა მათ მიერ შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც ანა გაბეჩავა ბულინგისა და ზეწოლის ობიექტია.

„აბსოლუტურად ყველაფრის გარშემო იყო შეკითხვა, მათ შორის შაქარაშვილის საქმეზეც. მოგვიანებით, გავაკეთებთ კომენტარს. ძალიან ბევრი კითხვა იყო“,- განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

„შესაძლებელია, რამდენჯერმე გახდეს საჭირო გამოკითხვები, თუ რაიმეს დაზუსტება იქნება საჭირო. თუმცა გეტყვით, რომ მითითებული განცხადების საფუძველზე მოხდა ოქმის შედგენა. დეტალებზე მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს“,- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალებამდე მცხეთაში ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. 

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი