ევროპის ვიცე-ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაშია ბრალდებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
324 05 ივლისი 2020, 15:49
თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულები აღკვეთი ღნისძიების შეფარდებისთვის სასამართლოში გადაჰყავთ. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ პირს ბათუმში,
შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სულ 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არის იური ლომაძე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი