სოზარ სუბარი - მეგის ქარდავა, გაგა მკურნალიძე, დავით ჭაკუა იყვნენ მწამებელი მანქანის მთავარი ფიგურები, ათეულობით ათასმა კაცმა გაიარა ეს წამება და სისასტიკე, ის საოცრებები რაც იქ ხდებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
456 04 ივლისი 2020, 21:49
„დავით ჭაკუას სახელი კარგად არის ცნობილი ყველა უფლებადამცველისთვის, რომელიც იმ პერიოდში საქმიანობდა ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მის ფარგლებს გარეთ“, - ყოფილმა ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის, ასევე კარგად არის ცნობილი ყველა პატიმრისთვის, იმიტომ, რომ ის იყო იმ მწამებელი მანქანის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მეგის ქარდავა, გაგა მკურნალიძე, დავით ჭაკუა იყვნენ ის ხელმძღვანელი პირები, რომელთა ქვემოთაც მუშაობდა წამების მანქანა. ათეულობით ათასმა კაცმა გაიარა ეს წამება და სისასტიკე, ის საოცრებები რაც იქ ხდებოდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება ამ საქმეს, რაზეც მას მისჯილი აქვს, ეს არის უშუალოდ ციხის ამბოხის საქმე. 

„მე უშუალოდ ციხის ეზოში ვიყავი და ვხედავდი რა ხდებოდა. მე და გიგა გიორგაძე, რომელიც მაშინ იყო მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უშუალოდ შევედით ეზოში. იქ ვუყურებდით, როგორ ხდებოდა ცეცხლსასროლი იარაღით სროლა და რეზინის ტყვიების სროლა. სპეცრაზმი შეიჭრა მე-5 დაწესებულებაში, ჩვენც შევყევით ფეხდაფეხ. თუმცა იქ არის დერეფნები და რამდენიმე სართულიანია შენობა და ორი ადამიანი ყველგან ვერ ვიქნებოდით და მაშინ მოხდა 7 ადამიანის მკვლელობა.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ სულ ორიოდე თვის წინ მკაფიოდ თქვა ის, რაც არაერთხელ თქვა ქართულმა მართლმსაჯულებამ, რომ ციხის ამბოხის დროს, მოხდა ადამიანების სიცოცხლის დაუსაბუთებელი ხელყოფა. ეს იყო ადამიანების მკვლელობა, იქ მოხდა ადამიანების წამება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის გარეშე, „თუმცა იქ იყვნენ ოთხი ადამიანი, რომელებიც თათბირობდნენ. ეს იყო ბაჩანა ახალაია, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. მე და ელენე თევდორაძე ვიყავით იქ. მე მალე გამოვედი. დავყავი მხოლოდ 10 წუთი და ვიყავი ციხის ეზოში. მოლაპარაკების მოწმე იყო ელენე თევდორაძე. ის ამას დღესაც აცხადებს. ელენე თევდორაძე იყო მომსწრე როგორ მიიღეს გადაწყვეტილება შტურმის და ცეცხლის გახსნის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე დავით ჭაკუას 21 დღით კარანტინში მოათავსებენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი