აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ერთის შედარებით მსუბუქი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
367 04 ივლისი 2020, 21:06
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ქედაში სოფელ მეძიბნაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ერთის შედარებით მსუბუქია. 

ზაალ მიქელაძის ცნობით, დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან მოთავსებული.  

"ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მეძიბნაში მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 56 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამი ადამიანია დაშავებული. დაშავებულ მამაკაცს ტრავმული შოკი აქვს, იგი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ასევე 11 წლამდე ასაკის ბავშვი კიდურების მოტეხილობით ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. ხოლო მესამე დაშავებულია 64 წლის ქალი კიდურების მოტეხილობით, მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი