"ციხეში შიგნით არასოდეს ვყოფილვარ, ბუნტის დროს, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ იქ", - გიგა ბოკერია უარყოფს "ციხის ბუნტის" ჩახშობაში მონაწილეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
317 03 ივლისი 2020, 22:41
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით გერმანიიდან ექსტრადირებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ჭაკუას პირადად არ იცნობს.

„მე არ ვიცნობ, მაგრამ ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა, წინა ხელისუფლებას პენიტენციურ სისტემაში, დაკავშირებული იყო არა ერთ ბიუროკრატთან, არამედ ჩვენს პოლიტიკურ ჩავარდნასთან მთლიანად, მთელი გუნდის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ჭაკუა არ წარმოადგენდა პოლიტიკურ ფიგურას.

„ჩვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობა იყო, რომ ამ სისტემაში შესაძლებელი იყო ადამიანის უფლებების ასეთი დარღვევები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არადა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ თავის დროზე განაცხადა, რომ  2006 წლის „ციხის ბუნტის“ დროს ის საპატიმროში მივიდა, სადაც ბაჩო ახალაიასთან ერთად კაბინეტში იმყოფებოდა, ვანო მერაბიშვილი და გიგა ბოკერია. მათი მოლაპარაკების შემდეგ ციხეში სროლა დაიწყო.   

„მოსმენილი მაქვს ქალბატონი ელენეს განცხადება და არის მტკნარი სიცრუე, როგორც ყოველთვის, იმ ხალხის მხრიდან, რომელიც მერე პოლიტიკურად აყვა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ ტალღას სამწუხაროდ.

ციხეში შიგნით არასოდეს ვყოფილვარ, მათ შორის, არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ციხის ტერიტორიაზე არ ვყოფილვარ არასდროს. ბუნტის დროს, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ იქ“, – აცხადებს გიგა ბოკერია და კატეგორიულად უარყოფს, რომ ციხეში გასროლაზე გადაწყვეტილების მიღებაში იღებდა მონაწილეობას.

„მტკნარი სიცრუეა, რომ რაიმე გადაწყვეტილებაში მე ან ნებისმიერმა სხვა ფიგურამ, რომელსაც პოლიტიკური წონა ჰქონდა, მაგრამ არაფორმალური ძალაუფლება, მიიღო გადაწყვეტილება. თავისთავად, ნებისმიერი ციხეში ბუნტი პრობლემატური ვითარებაა და ორგანიზებული დანაშაულის მიერ კონტროლის დაშვება ციხეში არის კატეგორიულად მიუღებელი. ოღონდ, როდესაც ამას ებრძვი, არ უნდა მიიღო ის ვითარება, რაც ჩვენ მერე მივიღეთ, როდესაც თვითონ ადმინისტრაცია იყო უკონტროლო, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, საფრთხე რეალური იყო, „იყო საჯარო ბუნტი, დაუმორჩილებლობა და საკითხავია, გადაჭარბებული ძალა იქნა თუ არა გამოყენებული“.

„შესაძლოა, იყო, რადგან მსხვერპლი მოყვა, მაგრამ ასეთ რაღაცებზე თუ ვინმეს ბრალს უყენებ, უნდა სამართლიანი სასამართლო გქონდეს, რომ რაიმე პიარისთვის კი არ გააკეთო, რეალურად შეიძლებოდეს გარკვევა. ამიტომ არის საჭირო სამართლიანი სასამართლო ყველა ადამიანის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მძიმე ბრალდებას უყენებ და ჩვენს პირობებში ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული ორგანოები ამ ყველაფერს იყენებენ მხოლოდ პოლიტიკური პიარისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი