დმანისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
314 03 ივლისი 2020, 21:52

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.  

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაცნობს -2000 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, დმანისის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩინური მედიის ცნობით, სი ძინპინი მხარს უჭერს ყველა მხარის თანაბარუფლებიანი მონაწილეობით უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის გამართვას
ჩინური მედიის ცნობით, სი ძინპინი მხარს უჭერს ყველა მხარის თანაბარუფლებიანი მონაწილეობით უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის გამართვას
ნაცმოძრაობის აქტივისტი უჩა აბაშიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს: პოლიციის უკანონო ბრძანებების დამორჩილების ვალდებულება მოქალაქეებს არ აქვთ, ბავშვები, ცხოველები არ წამოიყვანოთ
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი: დონალდ ტრამპის დროს, როდესაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, მსოფლიო უფრო უსაფრთხო იყო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: გთავაზობთ, სახელმწიფოს ღალატის მუხლი დაინიცირდეს და დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსსაც და კონსტიტუციასაც. დაგვიჭერთ თუ არა მხარს?
არქივი