ჩუმლაყში მომხდარი სროლისას ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 28 ივნისი 2020, 23:26

ცოტა ხნის წინ სროლა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მამაკაცი, ხოლო მეორე ყელის არეში მძიმედაა დაჭრილი, ის  გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალსის" დირექტორის გელა ორველაშვილის განცხადებით,დაჭრილი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული, 

„რამდენიმე წუთის წინ სასწრაფომ კლინიკაში შემოიყვანა 28 და 30 წლის მამაკაცები. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა“, – განაცახადა ორველაშვილმა.

ჩუმლაყში მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტიკური სამსახური. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რა გახდა შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი, დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი