შაქარაშვილის საქმეში 17-ვე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ თვლის და მათი ადვოკატები დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
307 28 ივნისი 2020, 20:52
რამდენიმე საათის წინ მცხეთის რაიოულმა სასამართლომ შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ 17-ვე პირს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის და მათთან შეთანხმებით ადვოკატები სასამართლოს დრევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია და ისეთ ადამიანებს რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები, უწევთ იმის მტკიცება, რომ მათ ამ ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ", - ამის შესახებ  ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების საკითხს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ, ვინაიდან, არ აქვთ მოლოდინი, რომ საქართველოს სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შეცვლის.

"ჩვენს ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია და ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები უწევთ იმის მტკიცება,რომ მათ ამ ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.

რა თქმა უნდა, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ მათ შორის ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს. მე არ მაქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. საზოგადოებისა და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო და სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს,რომ ვხედავთ“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის, რომ საზოგადოების ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული სასამართლო, პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის ჩვენი სასამართლო, პირადად ჩემთვის სამარცხვინოა, ასეთ მოსამართლეებს რომ ვხედავ. სამარცხვინოა ის გადაწყვეტილება, რომ მოქმედ სპორტსმენებს, ახალგაზრდებს, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა დაენგრათ იმის გამო, თურმე ვიღაცამ არ იფიქროს, რომ ვაიმე, როგორ უნდა იმოქმედოს და როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ, თუნდაც პროკურატურამ. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებეთ, სამართლიან ბრძოლაში შევიდეთ და იმედი მაქვს, შედეგზე აუცილებლად გავალთ“, – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

ბრალდებულების ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ისინი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

"პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან ჩვენი პოზიცია იგივეა, საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დაკავებულ პირებს უნდა შეფარდებოდათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ჩვენი არგუმენტები გახლავთ ის, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. გარდა ამისა, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მაქსიმალურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მათ ინტერესში შედიოდა აღნიშნულ საქმეზე სიმართლის დადგენა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავების საფუძველი არ იყო, მათი წინარე ქმედებებიდან გამომდინარე, დაკავებაც და პატიმრობაც არის უკანონო", - განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

ბრალდებული არასრულწლოვნის ზ. ხ.-ს ინტერესების დამცველის გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკავების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული.

"დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მოითხოვა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობის შეფარდება, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან მიმართებითაც, რომელიც არასრულწლოვანია და ითხოვს, რომ ის დააპატიმრონ. როგორც მოგეხსენებათ, მე ვიცავ არასრულწლოვანს. ამ საქმეში საერთოდ არ არის გაზიარებული არასრულწლოვნის ინტერესები. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ დღევანდელმა სასამართლომ არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდოს", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გამოძიება დაიწყო მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში ყველა გამოძახებაზე იყო მისული.

"როგორც მოგეხსენებათ, გამოძიება 19 ივნისს არის დაწყებული და მას შემდეგ, რამდენჯერაც გამოიძახეს არასრულწლოვანი, იმდენჯერ პოლიციაში მივიდა, ნებაყოფლობით ჩააბარა ექსპერტიზა, დნმ-ის ანალიზი და ანაბეჭდები. ნებისმიერ დროს, როდესაც პოლიციელმა და გამომძიებელმა გამოიძახა, იგი მათ წინაშე წარდგა და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღო. ამჯერად პროკურატურამ ვერ დაასაბუთა კონკრეტული გარემოება იმაზე, თუ რატომ შეიძლება, არასრულწლოვანი მიიმალოს და სასამართლოში არ გამოცხადდეს. რატომ შეიძლება, არასრულწლოვანმა რომელიმე მოწმეზე ზემოქმედება მოახდინოს. 19 ივნისის მერე ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თვითონ პროკურორმა განმიცხადა ჩემს კითხვაზე და ახლა რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ მან შეიძლება რაიმე გავლენა მოახდინოს პროცესის მონაწილეებზე.

ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური და გონივრული გადაწყვეტილება, როგორიც არის მისი არდაპატიმრება. ფაქტია, რომ ეს საქმე სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული, ვინაიდან, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდოს" , - აცხადებს გიორგი გელხაური.

 ბრალდებულ თენგო ბარბაქაძის ადვოკატის გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

როგორც ადვოკატი ამბობს, ბარბაქაძეს ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.

„მოგვიწია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობა, რადგან ასეთი რაღაც არ გამიგია, რომ აღკვეთის ღონისძიება ინიშნება დილით და წინა დღეს, ღამის პირველ-ორ საათზე გადმომეცა საქმის მასალები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და თავს ცნობს უდანაშაულოდ. შუამდგომლობით მივმართავ პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ჩანს პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში და მას ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია“,- განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი, რომელმაც კარგად ვიცით როგორ დაასრულა თავისი პოლიტიკური კარიერა, ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, ასეთი ქალები რას ფიქრობენ, მნიშვნელოვანი არ არის
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
შალვა პაპუაშვილი: EPP-ის მიერ რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად აცდენილია იგი რეალობას, ასევე კარგად აჩვენებს, რა წარმოდგენა აქვთ საქართველოს საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს, რომ ქვეყნის პერსპექტივა, შანსი ვერ გამოიყენა
არქივი