"სიამოვნებით გავასაჯაროებდი უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები", - აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
367 24 მაისი 2020, 19:50

 ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ის სიამოვნებით გაასაჯაროებდა მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.

„მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო საქმეს, რომელსაც მოვკიდე ხელი როგორც იურისტმა და უფლებადამცველმა. არ დავიწყებ იმის მტკიცებას და გამიჯვნას, თუ რას ვფიქრობ ოფიციალურ ბრალდებაზე. როგორც იურისტი და როგორც ქალი, ერთნაირად მიუღებელია ძალადობა და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოძალადეა. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, რა თქმა უნდა, მაქვს დიდი იმედი, მოსამართლე გაითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომელიც ფაქტებზეა დამყარებული. ვიცი, არსებობს მედიის დიდი ინტერესიც და არაერთი ვერსიის მოსმენა მოუწევს საზოგადოებას. თუმცა მერწმუნეთ, ძალიან მარტივად გაერკვევა სასამართლო საქმის მასალებში და დაადგენს საბოლოო ჭეშმარიტებას. ვიღაც იტყვის ალბათ, ადვოკატი აბა რას დაწერდა სხვასო, თუმცა, შემეძლო საერთოდ არც არაფერი დამეწერა, ერთადერთი მიზეზი, რამაც მაიძულა ამ პოსტის დაწერა, ეს არის ამ საქმის შინაარსი! სიამოვნებით გავასაჯაროებდი უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები“, - წერს ჭკადუა საკუთარი  ფეისბუქ  გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიული ალასანია - ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არის წუხილი EED-თან დაკავშირებით, რომ ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება, საზოგადოება ითხოვს მეტ ინფორმაციას მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია
არქივი