ადვოკატის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
296 24 მაისი 2020, 15:57

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის მალხაზ სალაყაიას განცხადებით, ჩოგბურთელი, რომელიც ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაშია ბალდებული, დანაშაულს არ აღიარებს, ვინაიდან, მისი განცხადებით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ეს არც არასრულწლოვანის ჩვენებით დასტურდება.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, ვინაიდან, ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბასილაშვილი შვილთან ერთად თავის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც მისი ყოფილი მეუღლე მივიდა, ბავშვს მოჰკიდა ხელი და მამას გააცილა. არავითარი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. არასრულწლოვნის ჩვენებაში არსად წერია, რომ მამამ დედაზე იძალადა“, - აცხადებს მალხაზ სალაყაია. 

ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. ჩოგბურთელმა უკვე გადაიხადა გირაოს თანხა და ის გაათავისუფლეს პატიმრობიდან. 

საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
არქივი