ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
344 21 მაისი 2020, 23:13
სამართალდამცავებმა გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას თავის ნაცნობს მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ნაცნობს -1993 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვაშაძე - ამოცანას არ ცვლის, კანონს მიიღებენ თუ არა, ხელისუფლება შესაცვლელია, ამიტომ ყველამ უნდა ჩავკიდოთ ხელები, წინ დიდი გამარჯვებისკენ ვიაროთ
თაკო ჩარკვიანი - სოფო ჯაფარიძის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიებია, ის ხალხის დახმარებასთან ასოცირდება
ნინო ფოჩხუა: ლომჯარიები და გიგაურები ბომბების წვიმაზე რომ ოცნებობენ, ეს ხომ მათი პირიდან გვაქვს გაგებული? ამიტომ არის, ასე გამალებით რომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს
მამუკა მდინარაძე: მართლაც პარადოქსია, საუკუნეები ვიბრძოდით სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის, და ახლა გამოიყვანეს ხალხი „რუსული კანონის წინააღმდეგ“ რაღაც სლოგანით, სუვერენიტეტის ხარისხის ქვემოთ ჩამოსაწევად
მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: კლავდნენ, ახლა ფსიქოლოგიურად უნდათ ადამიანის მოკვლა და აბულინგებენ და მომავალში, თუ ხელისუფლება ექნებათ - ფიზიკურადაც მოკლავენ და ფსიქოლოგიურადაც
არქივი