„კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
337 21 მაისი 2020, 18:05

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საზღვარგარეთ მყოფ 1974 წელს დაბადებულ გ.ღ.-ს „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

შსს-ს ინფორმაციით, სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 მაისს 13 პირი დააკავა, ხოლო 21 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა. გ.ღ.-ს მიმართ კი გამოცხადდება ძებნა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ, ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ გ.ღ.-ს, რომელიც სხვადასხვა დავებთან დაკავშირებით იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობის“ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 – მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223 – მე-4 პრიმა მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული ცხრიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში
კახა კალაძე რეზოლუციაზე: იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება
კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას
კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარების სურვილია, საქართველოში ფარულად შემოედინებოდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება
კახა კალაძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება - ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ
არქივი