ოთხი სპეცოპერაცია და 13 ბრალდებული - შსს-მ "ქურდული სამყაროს" წევრები დააკავა (ვიდეო)
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
377 20 მაისი 2020, 17:04
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, იმერეთის, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 13 პირი: 1995 წელს დაბადებული თ.ო. 1997 წელს დაბადებული ლ.შ.  1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.დ. 1958 წელს დაბადებული ზ.ტ.  1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. გ. 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. 1994 წელს დაბადებული ნ.ო. 1980 წელს დაბადებული ზ.თ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ. 1990 წელს დაბადებული გ.ბ. 1968 წელს დაბადებული კ.ბ. 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1970 წელს დაბადებული ი.ბ.

"დაკავებულ თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს ბრალი ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში, მ.გ.-სა და ზ.ტ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრობაში; ნ.ო.-ს, ზ.თ.-ს, ბ.შ.-ს, კ.ბ.-ს, გ.ბ.-ს და ი.ნ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში, ხოლო გ.ბ.-ს და ი.ბ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვასა და „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს დანაშაულებრივი საქმიანობა კიდევ 2 ეპიზოდში გამოიკვეთა. კერძოდ, 2020 წლის მარტში და აპრილში, აღნიშნული პირები, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთნენ. საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდების" მხარდაჭერით მოაწყვეს "ქურდული გარჩევები" და სხვადასხვა მხარეებს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს," -  აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 მე-3 პრიმა-მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პაატა კვიჟინაძე: მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ
რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი - #1 პრობლემა მსოფლიოსთვის
არქივი