საპატიმროებში ამანათების მიღება განახლდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 20 მაისი 2020, 09:35
პენიტენციურ სისტემაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო - დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება: ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ასე შემდეგ. ყველა სახის ამანათი პენიტენციურ სისტემაში დეზინფექციას გაივლის. 

 „ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში, გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). სპეციალურად ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალური ხსნარით, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დეზინფექციის ამ სამუშაოს ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაც, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში „კოვიდ-19“-თან თანაცხოვრება მოუწევთ და საჭიროა ამისთვის მზადება. სპეციალური პენიტენციური სამსახური, მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, მომავალშიც გააგრძელებს პრევენციულ ღონისძიებებს და ამანათების დეზინფექციის გადაწყვეტილებაც ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, აკრძალული იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების და საფოსტო გზავნილების (გარდა წერილებისა) შეგზავნა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი