შსს - ნიკეას ქუჩის მაცხოვრებლებმა სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
444 19 მაისი 2020, 14:24
გუსინმ ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. 

მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე, ძარცვისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის მითითება და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვაშაძე - ამოცანას არ ცვლის, კანონს მიიღებენ თუ არა, ხელისუფლება შესაცვლელია, ამიტომ ყველამ უნდა ჩავკიდოთ ხელები, წინ დიდი გამარჯვებისკენ ვიაროთ
თაკო ჩარკვიანი - სოფო ჯაფარიძის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიებია, ის ხალხის დახმარებასთან ასოცირდება
ნინო ფოჩხუა: ლომჯარიები და გიგაურები ბომბების წვიმაზე რომ ოცნებობენ, ეს ხომ მათი პირიდან გვაქვს გაგებული? ამიტომ არის, ასე გამალებით რომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს
მამუკა მდინარაძე: მართლაც პარადოქსია, საუკუნეები ვიბრძოდით სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის, და ახლა გამოიყვანეს ხალხი „რუსული კანონის წინააღმდეგ“ რაღაც სლოგანით, სუვერენიტეტის ხარისხის ქვემოთ ჩამოსაწევად
მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: კლავდნენ, ახლა ფსიქოლოგიურად უნდათ ადამიანის მოკვლა და აბულინგებენ და მომავალში, თუ ხელისუფლება ექნებათ - ფიზიკურადაც მოკლავენ და ფსიქოლოგიურადაც
არქივი