საკარანტინო ზონაში მყოფი პირს სასტუმროს ნომერში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 19 მაისი 2020, 11:36
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ნ.შ. ბათუმში დააკავეს.  

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, საკარანტინე ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის - სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ამოიღეს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ბოღმიან დამოკიდებულებას საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის მიმართ, რომელიც პირდაპირ არ იზიარებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს, ხალხი ეტყვის უარს 29 აპრილის შეხვედრაზე
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, ამავდროულად დაცული უნდა იყოს ოჯახი, მოზარდი თაობა ფსევდოლიბერალური ლგბტ პროპაგანდისგან
ეკა სეფაშვილი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი მიზანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა
გიორგი ვოლსკი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ეს თემა გამოიყენება იმისათვის, რათა დაიძაბოს ვითარება, რომ როგორმე მოხდეს დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება, რაც თავიდანვე იყო გეგმაში ჩადებული
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ახალგაზრდებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გუშინ კვლავ გააპროტესტეს
არქივი