სოსო არჩვაძე: 2021 წლის მეორე ნახევარში ასევე უნდა ველოდოთ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
535 30 ივლისი 2021, 15:31
„საქართველოს ეკონომიკის აღდგენამ სწრაფი და შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი. 

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა 2021 წლის ივნისში 18.7 პროცენტის, მეორე კვარტალში - 29.8 პროცენტის, ხოლო მთლიანად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში - 12.7 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, რაც ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში. 

„ამით საქართველო თამამად იკავებს ადგილს ეკონომიკური ზრდის საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მსოფლიო ქვეყნების პირველ ათეულში. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ასეთი დინამიკა შეუმჩნეველი არ დარჩენია საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც, რომელმაც თავისი პროგნოზი საქართველოს მშპ-ზე წლის დასაწყისთან შედარებით ორჯერ და მეტად - 7.7 პროცენტამდე გაზარდა,“ - განაცხადა ექსპერტმა. 

იოსებ არჩვაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა თვალსაჩინოა არა მარტო წინა წლის, არამედ კრიზისამდელი, 2019 წლის დონესთან შედარებითაც. კერძოდ, 2021 წლის პირველი ნახევარი 2019 წლის მაჩვენებელს აღემატება 6.4 პროცენტით, მათ შორის ივნისი, შესაბამისად - 9.6 პროცენტით. მისი თქმით, ეკონომიკის ზრდაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ბიზნეს-სექტორმა, რომლის მოცულობაც 2021 წლის მეორე კვარტალში 56.6 პროცენტით, ხოლო მთლიანად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში - 29.8 პროცენტით გაიზარდა. „ეს მწარმოებელთა ფასების ზრდის პირობებშიც კი ბიზნეს-სექტორის ბრუნვის რეალურად 1.2-ჯერადი ზრდის ეკვივალენტურია. თავისი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში შეაქვთ ახლად რეგისტრირებულ საწარმოებსაც, რომელთა რაოდენობამ მხოლოდ ივნისში 4.9 ათასი  (13.3%-ით მეტი 2020 წლის ივნისთან შედარებით), ხოლო მთლიანად წლის დასაწყისიდან - 25.9 ათასი შეადგინა. ბიზნესის სექტორის ასეთი თვალსაჩინო შედეგი მიღწეულია ხელისუფლების თანმიმდევრული დაბალანსებული პოლიტიკით, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების რეალიზაციით,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ 

„ბიზნეს-სექტორის წარმატებების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს საგარეო-სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი ინტენსიფიკაცია. წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტის ზრდა უსწრებდა იმპორტის ზრდას (შესაბამისად, +25.2% და +18.9%). ივნისში ექსპორტი გაიზარდა 30.1 პროცენტით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი - 33.7 პროცენტით და 256.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (მთელი ექსპორტის 73.5%). ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ეროვნული ეკონომიკის დარგებში, რომლებზეც ქვეყნის ეროვნული პროდუქტის 93 პროცენტზე მეტი მოდის (სამთომოპოვებითი მრეწველობის და განათლების გარდა). 2021 წლის ივნისში საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა, თვეზე გაანგარიშებით, დოლარულ განზომილებაში პირველად გადალახეს 200-მილიონიანი მიჯნა და 201.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,“ - განაცხადა ექსპერტმა. 

იოსებ არჩვაძის შეფასებით, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ცალკეულ სამომხმარებლო საქონელზე ფასების ზრდის პარალელურად იზრდება საქონელბრუნვის ფიზიკური მოცულობაც, რაც რეალურ განზომილებაში მოსახლეობის შემოსავლებისა და მათი გადახდისუნარიანობის მატებაზე მიუთითებს.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკაში ასეთი პოზიტიური დინამიზმი მიღწეულია პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, კოვიდ19-თან დაკავშირებული ეპიდვითარების მძევალია და ძალისხმევის, მათ შორის ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზაციას ახდენს მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ასპექტით პოზიტიური შედეგი გამოიღო მთავრობის ანტიკრიზისულმა პროგრამამ, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად გულისხმობდა ბიზნესისათვის მაქსიმალური მხარდაჭერისა და მოსახლეობის ფართო ფენების სოციალური დაცვის კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური ზრდისა და მისი დინამიზმის ყველა რეზერვი ჯერჯერობით ბოლომდე გამოყენებული არ არის - მხედველობაში მაქვს აგრარულ სექტორში მოსავლიანობის დამაიმედებელი პროგნოზები და ტურისტული სექტორის შემდგომი გააქტიურება, 2021 წლის მეორე ნახევარში ასევე უნდა ველოდოთ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
ჯორჯია მელონი: „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო
არქივი