მთავრობა ახალი ევროობლიგაციების გამოშვებისთვის მუშაობას იწყებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
116 04 მარტი 2021, 11:38
ვალის ეფექტიანი მართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი განცხადებით, დღეს, მთავრობის სხდომაზე ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების საკითხის განხილვა მოხდება.

„ცხადია, ვალის ეფექტიანი მართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში. შეგახსენებთ, 2011 წელს წინა მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა 10-წლიანი დაფარვის ევროობლიგაცია 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილი იყო. სწორედ მთავრობის ვალის ეფექტიანი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის საჭიროა, რომ მოხდეს ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით. სწორედ ამ პროცესისთვის მზადებას ვიწყებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
"საქსტატი" - 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან
პოლიტიკიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა ქონების უდიდესი ნაწილი "ფონდ ქართუს" გადასცა
2021 წელს შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი 60 მილიონითაა გაზრდილი, რაც ძირითადად, პოლიციისა და ჯარის გაზრდილ ხელფასებს მოხმარდება
დავით დუნდუა: საქართველო იძლევა ბევრ უპირატესობას იმპორტისა და ექსპორტის აქტივობისთვის, საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობისათვის, უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის
რა სახის დახმარებას მიიღებენ მოქალაქეები და ბიზნესი ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპზე
არქივი