რა სახის დახმარებას მიიღებენ მოქალაქეები და ბიზნესი ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
267 27 ნოემბერი 2020, 11:40

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი მიიღო.

ჯამში, ახალი პაკეტის მთლიანი ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს.

ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, მოქალაქეების დასახმარებლად გამოყოფილი პროგრამის საერთო ბიუჯეტი 545 მილიონი ლარია, ბენეფიციართა საერთო რაოდენობა კი 500 000-ზე მეტია.

მოქალაქეების დახმარების პაკეტი მოიცავს:

  • კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას – ოთხი თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) განმავლობაში განხორციელდება კომუნალური ხარჯების სუბსიდირება (200 კვტ/მ3-მდე მოხმარება). ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 1 მილიონი ოჯახი. ბიუჯეტი 270 მლნ ლარი;
  • 1 200-ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის – ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 125,000 პირი. ბიუჯეტი – 150 მლნ ლარი; 
  • 300–ლარიანი ერთჯერადი დახმარება – გაიცემა 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდმეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 100 ათასი. ბიუჯეტი – 30 მლნ ლარი;
  • 600–ლარიანი დახმარება – 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას მიიღებენ ექვსი თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახი (220 ათასამდე პირი), ბიუჯეტი – 55 მლნ ლარი;
  • 600–ლარიანი დახმარება – 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ სამი ან მეტი 16 წლამდე ბავშვი, ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) – 24 ათასი ოჯახი. ბიუჯეტი – 15 მლნ ლარი;
  • 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600–ლარიანი დახმარება – თვეში 100 ლარი, ექვსი თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა – 43 ათასი პირი. ბიუჯეტი – 27 მლნ ლარი;

ამასთან, საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში.

ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი 515 მლნ ლარს შეადგენს და მოიცავს შემდეგს:

  • საშემოსავლო გადასახადის შეღავათი – 1 500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა: 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი – 260 მლნ ლარი.
  • ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის – ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი – 45 მლნ ლარი;
  • 2020 წლის ოთხი თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა – განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი – 20 მლნ ლარი;
  • გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება ექვსი თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 3 700 კომპანია;
  • მიკრო გრანტების პროგრამა – მიმდინარეობს მეწარმეობის მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც ათასობით ახალ ბიზნესპროექტს დააფინანსებს (2020 წლის პროგრამა). ბიუჯეტი – 40 მლნ ლარი;
  • საკრედიტო–საგარანტიო ფონდი – 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი – 100 მლნ ლარი;

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
"საქსტატი" - 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან
მთავრობა ახალი ევროობლიგაციების გამოშვებისთვის მუშაობას იწყებს
პოლიტიკიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა ქონების უდიდესი ნაწილი "ფონდ ქართუს" გადასცა
2021 წელს შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი 60 მილიონითაა გაზრდილი, რაც ძირითადად, პოლიციისა და ჯარის გაზრდილ ხელფასებს მოხმარდება
დავით დუნდუა: საქართველო იძლევა ბევრ უპირატესობას იმპორტისა და ექსპორტის აქტივობისთვის, საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობისათვის, უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის
არქივი