არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საკითხზე: ეს არის სამართლებრივი პროცესი - არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დააზიანოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
429 10 ოქტომბერი 2020, 16:33
„ეს არის სამართლებრივი პროცესი. მე წარმოვადგენ პოლიტიკურ ორგანოს - საქართველოს პარლამენტს, შესაბამისად, მე სამართლებრივ და საგამოძიებო დეტალებში არ შევალ და წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს საკითხი პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას.
„ ეს არის საკითხი, რომელიც პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას და სწორედ ამიტომ, გასაკვირია, როდესაც ოპოზიციური პარტიების ორკესტირირებულ რეაქციებს ვხედავთ ამასთან დაკავშირებით, რაც, თავისთავად, კითხვებს აჩენს და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დამთავრდება გონივრულ ვადებში, საფუძვლიანად, ამომწურავად და კითხვებს პასუხი გაეცემა. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები რამენაირად დააზიანოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი