სოსო არჩვაძე: ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ზრდა მით უფრო მეტადაა წონადი, რომ მისი ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
686 19 აგვისტო 2020, 14:59
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე დღეს გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემს ფეისბუქ-პოსტით ეხმაურება. საუბარია, ადგილობრივი ექსპორტის მონაცემზე. 

მისი ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში აისახება როგორც ადგილობრივად წარმოებული(სამამულო) პროდუქცია, ასევე რეექსპორტიც. აღნიშნულის გამო, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის იანვარ-ივლისში მთლიანი ექსპორტი შემცირდა 16.8 პროცენტით, ამ შემცირების უდიდესი წილი (93.9%) რეექსპორტის შემცირებაზე მოდის. - რეექსპორტი შემცირდა 1/3-ით, მაშინ როდესაც ადგილობრივი წარმოების ექსპორტი - მხოლოდ 2 პროცენტით. ექსპორტის მიღწეული დონე (1083.4 მლნ. აშშ დოლარი) ბოლო წლების ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელია და ჩამორჩება მხოლოდ 2019 და 2018 წლების შესაბამისი პერიოდის შედეგებს. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ ივლისში მეორე კვარტლის (აპრილ-ივნისი) საშუალო თვიურ მაჩვენებელს 10 მლნ. აშშ დოლარით ( 7.4 პროცენტით) გადააჭარბა.

თავის ფეისბუქ-პოსტში სოსო არჩვაძე წერს, რომ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მონაცემები ცალსახად მიუთითებს მის საკმაოდ მაღალ კონკურენტუნარიანობაზე. 

„2020 წლის გავლილ პერიოდში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის კლება ეროვნული ეკონომიკის შეცირებაზე დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია, რაც კორონავირუსის პანდემიის, მსოფლიო ეკონომიკის რეცესიისა და გლობალური მოთხოვნის მკვეთრი შემცირების პირობებში ცალსახად მიუთითებს სამამულო პროდუქციის საკმაოდ მაღალ კონკურენტუნარიანობაზე.
ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ზრდა მით უფრო მეტადაა წონადი, რომ მისი ექსპორტი გაიზარდა მსოფლიო ბაზრის ერთერთ ყველაზე მაღალი მოთხოვნებისა და სამომხმარებლო სტანდარტების მქონე ევროკავშირის ბაზარზე. - ქართული პროდუქციის ექსპორტმა ევროკავშირში იანვარ-ივლისში 7 პროცენტით (19 მლნ. აშშ დოლარით) მოიმატა და 286 მლნ. აშშ დოლარი (სამამულო პროდუქციის ექსპორტის 26.3%) შეადგინა.
ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტში სამი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის (სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები და ნატურალური ღვინოები) წილი ოდნავ აღემატება 2/5-ს (40.7%), რაც მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის საკმაოდ მაღალ დივერსიფიცირებაზე მიუთითებს.
ბოლო ერთი წლის მანძილზე სამამულო პროდუქციის ექსპორტის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან, სულ ცოტა, ერთი პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი და დაახლოებით 12.5 პროცენტს შეადგენს,“ - წერს სოსო არჩვაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი