მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
691 06 აგვისტო 2020, 11:10

მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, იორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ პროგრამულად შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“,- განაცხადა გახარიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
ჯორჯია მელონი: „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო
არქივი