84 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
767 24 ივნისი 2020, 20:02

84 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, საქართველოს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.

რაც შეეხება ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს, წლის ბოლომდე მთავრობა, განახლებული დოკუმენტით, 16 მილიარდამდე ლარს დახარჯავს.

სახელწიფო ბიუჯეტის გადასახდელები მილიარდ ნახევარი ლარით იზრდება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, სოციალური და ეკონომიკური შოკების შესამცირებლად, აუცილებელი გახდა ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების მობილიზება.

ამასთან, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის საჭირო რესურსი 3 მლრდ 4 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა 18 მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის არის: შემოსავლის გარეშე დარჩენილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს, სესხების პროცენტების სუბსიდირებასა და სხვა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 600 მილიონი ლარით მცირდება მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყებას დაფინანსება უმცირდება. სპეციალიზებული დაწესებულებების გარდა მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯები, მაქსიმალურად შეიზღუდება ახალი თანამშრომლების მიღება და პრემიები.

ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვალის მოცულობა მშპ-ს 55%-ს მიუახლოვდება. ეკონომიკური ზრდა კი მინუს 4 პროცენტი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი