სოსო არჩვაძე - მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, პირველ კვარტალში რეინვესტირების მოცულობა 26.8%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
717 09 ივნისი 2020, 14:16

„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, 2020 წლის პირველ კვარტალში 26.8%-ით (28.5 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 135.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში მყოფი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ - ექსპერტი სოსო არჩვაძე პანდემიის პერიოდში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზებზე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  აღნიშნული მდგომარეობა განპირობებულია რამდენიმე გარემოებით.

„როგორც მოსალოდნელი იყო, 2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში შემცირდა და მხოლოდ 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. - ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მხოლოდ 58.3 პროცენტია. აღნიშნული მდგომარეობა განპირობებულია რამდენიმე გარემოებით:

 პირველი, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამწვეული სამეწარმეო აქტიურობის შემცირების, სახელმწიფოთა უმრავლესობის და მოქალაქეების თვითიზოლაციისა და საზღვარგარეთული სამეწარმეო და ადამიანური კონტაქტების მკვეთრი შემცირების გამო.

მაგალითად, უკვე პირველი კვარტალის ბოლოს მსოფლიოში საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთა რაოდენობა თითქმის 8-ჯერ შემცირდა;

 მეორე, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულებამ მოხსნა აღნიშნული მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობა და

მესამე, განხორციელდა არარეზიდენტების რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს საკუთრებაში.

 მეოთხე, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, 2020 წლის პირველ კვარტალში 26.8%-ით (28.5 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 135.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში მყოფი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ.

 სწორედ აღნიშნული გარემოებით უნდა აიხსნას ისიც, რომ საზღვარგარეთული ინვესტიციების თითქმის 9/10 მოდის იმ დარგებზე, რომლებიც სწორედ გრძელვადიან და სტაბილურ სამეწარმეო გარემოზე აკეთებენ ორიენტაციას (საფინანსო სექტორი, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები).

ამავე დროს, შეიმჩნევა ქვეყნების ასიმეტრიული დამოკიდებულება საქართველოში ინვესტიციებსა და და სავაჭრო ექსპანსიის მასშტაბების მიხედვით: ბოლო მონაცმებით, საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 61.2 პროცენტი მოდის გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ზე, მაშინ როდესაც ამ ქვეყნების წილი საქართველოში განხორციელებულ იმპორტში მხოლოდ 7.2 პროცენტია.

ამის საპირისპიროდ, რუსეთი და თურქეთი, რომლებიც „ფეხს ითრევენ“ ინვესტიციების საქართველოში განხორციელებაზე (მათზე ჯამურად საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მხოლოდ 13.2 პროცენტი მოდის), გაცილებით აქტიურად არიან წარმოდგენილი საქართველოს იმპორტში - მათზე მოდის საქართველოს მთლიანი იმპორტის 27.9 პრცენტი (10.5% - რუსეთზე და 17.4% - თურქეთზე).

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა კიდევ ერთი საგულისხმო ტენდენცია: პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს სულ უფრო ინტენსიურად ანაცვლებს ის რესურსი, რომელიც საქართველოში ფულადი ტრანზაქციების სახით შემოდის. – 2020 წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთიდან განხორციელებულმა ფულადმა ტრანზაქციებმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას 135 პროცენტით გადააჭარბა და 388.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ტრანზაქციებისა და პირდაპირი ინვესტიციების ჯამში (554.2 მლნ. აშშ დოლარი) პირდაპირი ფულადი ტრანზაქციების წილად მოდის 70.2 პროცენტი, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ მხოლოდ 57.2 პროცენტი მოდიოდა”, - წერს სოსო არჩვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი