ნათია თურნავა - ხელისუფლება ტურიზმის გარდა, განვითარების სპეციფიკურ გეგმას სოფლის მეურნეობასაც შესთავაზებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
733 08 მაისი 2020, 00:17
„ტურისტულ ინდუსტრიას სრულად ეპატიება 2020 წლის ქონების გადასახადი. იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტული ინდუსტრია არის ის ინდუსტრია, რომელიც პირველი დაზარალდა. მანამ, სანამ საგანგებო ვითარებას გამოვაცხადებდით, ტურისტული ინდუსტრია უკვე გაჩერებული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ კავშირები გაწყდა და ქვეყნები ჩაიკეტა. ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საქართველო საკუთარ თავს იცავდა და ტურისტული ბიზნესი მთლიანობაში შეწყდა. ამიტომ, როგორი სპეციფიკური ვითარებაც შეიქმნა ტურისტული ინდუსტრიის ირგვლივ, ასეთივე სპეციფიკური გეგმა იქნა შეთავაზებული ამ ინდუსტრიის მიმართ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 
საქართველოს პირველი არხის გადაცემა  „მოამბეში“.

მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ მოწონებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულად დაუდგება გვერდით ტურისტულ ინდუსტრიას, რათა სექტორი ძალიან მალე ამოიქოქოს და ქართულ ეკონომიკაში ისეთივე საკმაოდ სოლიდური შემოსავლის და ბევრი სამუშაო ადგილის შემტანი იყოს, როგორც აქამდე იყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით,  ტურისტული ინდუსტრია არ არის ერთადერთი სექტორი, რომელსაც ხელისუფლება სპეციფიკურ გეგმას შესთავაზებს.

„ამ დღეებში იქნება იგივე სოფლის მეურნეობის სექტორის სპეციფიკური დახმარების გეგმის პრეზენტაცია და ალბათ, არავის გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ ვეხმარებით განსხვავებულად სოფლის მეურნეობას, როგორც ერთ-ერთ დიდ დამსაქმებელ ინდუსტრიას. აქაც ახალი შესაძლებლობები გვიჩნდება. იმიტომ, რომ მეტი აქცენტი გაკეთდება საკუთარ წარმოებაზე. მათ შორის, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზეც“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ვითარებამ დაგვანახა, რომ დგება მომენტი, როდესაც ქვეყანა საკუთარ ძალებზე უნდა იყოს დაყრდნობილი და საქართველოს ამის პოტენციალი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი