გია ვოლსკი - ადამიანები, რომლებიც დაპირისპირების, დესტრუქციის და ჩიხების შექმნის ოსტატები არიან, არ შეიძლება, რომ კონკრეტული უბნის ინტერესებს წარმოადგენდნენ საკანონმდებლო ორგანოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
320 13 აგვისტო 2020, 19:44

ლევან კობერიძე და ელენე ხოშტარია შესაძლოა, როგორც ოპონენტები ეფექტურები არიან პარლამენტში, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მათი საქმიანობა პროდუქტიული არ იქნება, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ლევან კობერიძე და ელენე ხოშტარია შესაძლოა, როგორც ოპონენტები ეფექტურები არიან პარლამენტში, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მათი საქმიანობა პროდუქტიული არ იქნება და მხოლოდ ახალი დაპირისპირების შექმნას მოემსახურება. მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ, რადგან ამომრჩევლების გაცილებით უფრო მეტმა რაოდენობამ იცის, რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაპირისპირების, დესტრუქციის, გამოუვალი მდგომარეობის და ჩიხების შექმნის ოსტატები არიან, არ შეიძლება, რომ კონკრეტული უბნისა და ოლქის ინტერესებს წარმოადგენდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ ასე ვხედავთ, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ვაკის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ტურძელაძე სწორედ ის ადამიანია, რომელმაც იცის, როგორ მოაგვაროს ამ რაიონის პრობლემები.

„ამასთან, მას ოპოზიციურ ფლანგთან თანამშრომლობის ხარისხი და კოეფიციენტი გაცილებით მაღალი ექნება“, – განაცხადა მან.

გია ვოლსკის თქმით, საზოგადოება პრობლემების გადაწყვეტას „ქართული ოცნებისგან“ ელოდება და არა იმ ძალებისგან, რომლებიც ორიენტირებულები არიან დაპირისპირებაში საკუთარი თავის წარმოჩენაზე.

„თუ ვინმე „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული და იმედგაცრუებულია, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ოპონენტების მიმართ უფრო რადიკალურ ქმედებებს ელოდებოდნენ; ასევე, ვინც ფიქრობს, რომ მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, სოციალური პაკეტი უფრო ძლიერი უნდა იყოს; ეს ის ადამიანები არიან, ვინც ფიქრობს, რომ ეკონომიკური წინსვლა გაცილებით უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს და სამართლიანობის აღდგენის გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებელი უნდა იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ვაკის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ლელოს“ მიერ ვაკეში კანდიდატურის დასახელება მისთვის მოულოდნელი იყო. მოგვიანებით, მას ლევან კობერიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ვაკის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის რამე სახის პოლიტიკური შეთანხმება ან დაპირება არ ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი