გია ვოლსკი - დაშორდა ორი ფრთა ერთმანეთს, ეს პოლიტიკური ძალა გაიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხასიათი არ შეუცვლიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
267 13 აგვისტო 2020, 19:21

ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარება ისე არავის ეჩქარება, როგორც ხელისუფლებას, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მთელი რესურსები გადართულია სოციალურ პაკეტებზე, რაც ეკონომიკის განვითარებას ხელს არ უწყობს. ჩვენი მიზანია, საზოგადოება დაავადებას და სიკვდილიანობას გადავარჩინოთ. ეს არის მთავარი ამოცანა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 გია ვოლსკი უსაფრთხო ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებას უსუსურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ფანტაზიაა, თითქოს ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდებიან.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „ეს ისეთივე ფანტაზიაა, როგორც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ღრუბელ-ღრუბელ ფრენის ან მიწით, ზღვით თუ ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“.

„დაბრუნებული მოსახლეობის დიდი რაოდენობა, რომელსაც მიხედა საკუთარმა ქვეყანამ, ჩამოიყვანა, დააბინავა და აარიდა იმ უბედურებას, რასაც დაავადება ჰქვია, სწორედ რომ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს. თუმცა, ეს არავისთვის გვითქვამს და წინაპირობად არავისთვის შეგვითავაზებია. დღეს უსაფრთხო ქვეყნები სამწუხაროდ, არ არსებობენ. ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარება ისე არავის ეჩქარება, როგორც ხელისუფლებას, ვინაიდან, ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. მთელი რესურსები გადართულია სოციალურ პროგრამებზე და პაკეტებზე, რაც რასაკვირველია, ეკონომიკის განვითარებას ხელს არ უწყობს. ჩვენი ერთადერთი მიზანია, გადავარჩინოთ საზოგადოება დაავადებას და სიკვდილიანობას, ეს არის მთავარი ამოცანა.

ის უსუსური განცხადება, რომ თითქოს ხალხის ჩამოყვანა არ გვინდა, თითქოს მასიური ავიარეისები ჩამოვა საქართველოში უსაფრთხო ქვეყნებიდან, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს და შეავსებენ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა რიგებს, ეს ისეთივე ფანტაზიაა, როგორც სააკაშვილს ჰქონდა თავის დროზე ღრუბელ-ღრუბელ ფრენის ან მიწით, ზღვით თუ ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. დაახლოებით იგივე ემოციებია და განწყობებია. დაშორდა ორი ფრთა ერთმანეთს, ეს პოლიტიკური ძალა გაიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხასიათი არ შეუცვლიათ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს უსაფრთხო ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე დაბრუნდებიან და ხმას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს ოთხ სოფელს, რომლებსაც 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა
ეკა სეფაშვილი: ვის აინტერესებს, საქართველო ომს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება ამ ქვეყანაში?! ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობას იკავებს
ოლაფ შოლცი - მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭს უყრიან, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან - შარლ მიშელი
არქივი